lagodexis municipalitetis - qalaqi lagodexi |
ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა - 5918 (2014 წ.). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც). ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ (თბილისთან დაკავშირებულია საჰაერო ხაზითაც). წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6 °C, იანვარში 0,9 °C, აგვისტოში 24 °C. აბსოლუტური მინიმალური –23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1080 მმ წელიწადში. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია.
toponimi
ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. მოსე ჯანაშვილის აზრით სახელწოდება მომდინარეობს ლაკვა-დან, რაც ნიშნავს წყარო-ორმოს, წყალსაგუბარს, ჯურღმულს, რომელშიც იჟონება წყალი. სახელწოდება მსგავსია ლათინური lacus (ტბა) და lacustris (პატარა ტბა)-ისა.
istoria
ლაკუასტის ხევი პირველად იხსენიება VIII ს-ში, როდესაც ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხესიმაგრე ააგო. XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი. სოფელი ლაგოდეხი შედიოდა სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან გახდა ლაგოდეხის რაიონის ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5918 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1915 |
368 |
|
|
1989 |
8 968 |
|
|
2002 |
6 875 |
|
|
2014 |
5 918 |
2 752 |
3 166 |
|